samcxe-javaxeTis mxare  
  
 
 
 
 
 
 
rabaTis cixe

ისტორიული ციხე საქართველოში ქალაქ ახალციხეში, „რაბათის“ ისტორიულ უბანში. მდებარეობს მდინარე ფოცხოვის ნაპირზე.

დღეის მდგომარეობით რეაბილიტირებული ციხე ახალციხის ციხე-კომპლექსის ნაწილია, რომელიც შუა საუკუნეების სხვადასხვა პერიოდის ნაგებობისგან შედგება. ის რეგიონის უმნიშვნელოვანესი თავდაცვითი ნაგებობა იყო, მის კედლებს არაერთი მძიმე ბრძოლა ახსოვთ. საუკუნეების მანძილზე აქ ახალციხის მფლობელთა რეზიდენცია იყო. ციხე-სიმაგრეს შემოვლებული ჰქონდა სამი გალავანი, შემოგარენს მიწისქვეშა გვირაბით უკავშირდებოდნენ.

istoria

ციხის ისტორია IX საუკუნიდან იწყება მისი თავდაპირველი სახელწოდება „ლომსია“ იყო, რომელიც XI საუკუნის ომების დროს დაინგრა. XII საუკუნის დასაწყისში, ქალაქის ხელახალი შენება დაიწყო ბაშქენ II ჯაყელმა, რომელიც დავით აღმაშენებელის დავალებით, თურქ-სელჯუკთა წინააღმდეგ, საფორტიფიკაციო თავდაცვით სისტემებს ქმნიდა და ქალაქების აღდგენას ეწეოდა. სწორედ ამ პერიოდში დაერქვა ამ ადგილს „ახალციხე“. XII–XIII საუკუნეებში ციხე ჯაყელების რეზიდენციად იქცა.

ახალციხე სამცხის მნიშვნელოვანი სავაჭრო, კულტურული და ადმინისტრაციული ცენტრი იყო. იგი1578 წელს ოსმალებმა დაიპყრეს. 1628 წლიდან ახალციხის საფაშოს ცენტრი გახდა. XVII-XVIII საუკუნეებში ლეკი აბრაგების მიერ ტყვე ქრისტიანებით ვაჭრობის მთავარი ბუნაგი იყო. 1810 წლებში საათაბაგოს ნაწილი, ახალციხე და მისი მიმდებარე ტერიტორიები რუსებმა აიღეს. მაგრამ ბუქარესტის ზავით, 1812 წელს იგი კვლავ ოსმალეთს გადასცეს. 1828-1829 წლებში, რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს, რუსთა ჯარმა გენერალ ი. პასკევიჩის სარდლობით ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. ადრიანოპოლის ზავის თანახმად, ახალციხე და 10 სანჯაყი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. ი. პასკევიჩის ბრძანებით არზრუმიდან და არტაანიდან სამცხეში 100 000 კომლი სომეხი ჩაასახლეს. ქართველებს მიწები ჩამოართვეს. სომხებს გადასცეს და 7 წლით ბეგარისგან გაათავისუფლეს, რამაც მძიმე ეკონომიკურ და ეთნიკურ პირობებში ჩააყენა ქართველი მოსახლეობა. 1840 წლიდან ახალციხე მაზრის ცენტრი იყო. 1846 წელს ქუთაისის გუბერნიის, შემდეგ კი თბილისის გუბერნიის სამაზრო ქალაქი გახდა. 1853 წლის ნოემბერში ყირიმის ომის დროს ახალციხესთან რუსულ-ქართულმა ჯარმა ი.ანდრონიკაშვილის სარდლობით სასტიკად დაამარცხა ოსმალები. 1918 წლის ივნისში დამოუკიდებელი საქართველოს დროს ოსმალებმა ახალციხე, ახალქალაქი, ასპინძა და ბათუმი დაიკავეს, საქართველოს რესპუბლიკის ჯარმა ისინი განდევნა. 1921 წ. 8 მარტს ახალციხე რევოლუციურმა მე-11 წითელი არმიის ნაწილებმა დაიკავეს და ქალაქში საბჭოთა ხელისუფლება დაამყარეს. საბჭოთა ხელისუფლების წლებში ახალციხე რაიონული ცენტრი იყო, ხოლო ბოლო დროს რეგიონული ცენტრია.

2011-2012 წლებში მიმდინარე რეკონსტრუქციის შედეგად ციხე-კომპლექსის ტერიტორიაზე განახლდა გალავანი, ციტადელი, IX-X სს-ის მართლმადიდებლური ტაძარი, ჰაჯი ახმედ-ფაშა ჯაყელის სახელობის მეჩეთი, მედრესე, მინარეთი და ჯაყელების სასახლე, სადაც განთავსდა სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმის საგამოფენო დარბაზი.

 

foto galerea

კოორდინატები: 41°38`34` ჩ. გ. 42°58`35` ა. გ.
მდებარეობა ახალციხე
სტატუსი აღდგენილი